მთავარი ციტატა

“ეს პერიოდი არ ვჩანდი მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამომეწვია დამატებითი გაღიზიანება” – გახარია

„არასოდეს არ მიზრუნია ჩემს იმიჯზე, იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემა სწორედ ის ბიუროკრატია და ის პოლიტიკური სტატუსის მატარებელი ფიგურები არიან, რომლებიც პირველ რიგში ზრუნავენ იმიჯზე. ეს არ არის ჩემი ზრუნვის საგანი დღეს. როგორც კი მე, როგორც ამ პოზიციიდან მოქმედი ადამიანი, გუნდისთვის გავხდები დამაზიანებელი, ჩვენ როგორმე ამ საკითხს გადავწყვეტთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი და მიზანი დღეს გახლავთ, რომ მოვახდინო სრული რეალიზება იმ პასუხისმგებლობის, რომელიც არაა მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა, ეს არის მთლიანად შსს-ს პასუხისმგებლობა. ყველაფერი, რაც ჩვენ ამ სამინისტროში გაგვიკეთებია ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად, ჩემი გუნდისთვის და თითოეული პოლიციელისთვის. თუ მე არ ვჩანდი ეს პერიოდი, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ არ გამოგვეწვია დამატებითი გაღიზიანება ან ტემპერატურის ზრდა“

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.

ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.

კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.

ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;

იტვირთბა....