“არცერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონის მიერ, არ ყოფილა დაშვებული, ეს აქცია 7 საათიდან 10 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, სანამ არ განხორციელდა პირდაპირი მოწოდებები სახლემწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმისა, ამ აქციაში, დასაწყისში მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი მოქალაქეები, შემდეგ, შეთანხმებულად, მოხდა ისე, რომ შეიკრიბა ჯგუფი, რომელიც დაუპირისპირდა პოლიციას, ეს გადაიქცა დაგეგმილ ღონისძებად, რომელიც აპირებდა სახელმწიფო შტურმს. როდესაც ეს გახდა ნათელი, პოლიცია იძლებულ გახდა, გამოეყენებინა შესაბამისი რეგულაციები
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.
ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.
კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია.
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.
ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.
გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;