“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა, ფეხი დაგვცდომოდა. სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა. მართლაც, ჩვენ რაც ვიხილეთ 20 ივნისს, მართლაც ყველა ქართველისთვის, იყო უმძიმესი სანახავი, ძალიან მძიმე. ამან გამოიწვია გულწრფელი პროტესტი ჩვენს მოქალაქეებში და თითოეულიი ჩვენგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული. ჩვენ იმავე დღეს მივეცით ძალიან მკაცრი რეაქცია”
შეეგახსენებთ, პარლამენტის წინ უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერმინისტრი
“ტვ პირველის” ეთერი