მთავარი ციტატა

“ჰუმანურობის კუთხით, როგორც ექიმს მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა” – ზოიძე მელიაზე

“სასამართლოს ჰქონდა საშუალება, შეერჩია მისთვის აღკვეთის ღონისძიება და შეარჩია გირაო. სასამართლოს კომპეტენციაში ნამდვილად ვერ ჩავერევი. ჰუმანურობის კუთხით, როგორც ექიმს მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.
ჩემი მოთხოვნა ყოველთვის იყო, რომ პასუხი ეგო იმ პროვოკაციული საქციელისთვის, რაც იყო ახალგაზრდების სპეცრაზმზე წაყვანა, ამით პარლამენტზე შეტევის განხორციელება. ეს სერიოზული ბრალდებაა და აუცილებელი იყო პასუხი. ეს ყველაფერი წინ არის. იქნება გამოძიება, დადგინდება ფაქტები და უკვე ამ ფაქტების საფუძველზე მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება”

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა. 

მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.

პროკურატურამ მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.

აკაკი ზოიძე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი

იტვირთბა....