მთავარი სოციალური ქსელი

ცუდი კაცია ივანიშვილი, ბოროტი და დაუნდობელი – კახიძე

“ივანიშვილი თავისი პარტიის დეპუტატებს საზიზღრად მოექცა…

ჯერ მომართვა შემოაგდებინა პროკურატურას პატიმრობაზე მტკიცებულებების გარეშე და მერე პარლამენტში საბჭოთა სუდი გაამართინა.

ვენდობით პროკურატურასო, არ გვჭირდება მასალებიო, აძახებინა. ზოგიერთი სტრასბურგიდან შემოუერთდა საერთო ხურალს..

ჰოდა დღეს სასამართლოს უარი ათქმევინა პატიმრობაზე.

თან, ჩემი ინფორმაციით, გუშინ სერიოზული ზეწოლა იყო დეპუტატებზე, პირდაპირი თუ ირიბი მუქარა, რის გამოც ზოგი მორალურ კომპრომისზე წავიდა და დარწმუნებული ვარ, ახლა თავს კიდევ უფრო დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობენ. მე იმათზე არ ვსაუბრობ, მიკროფონებით რომ საბჭოთა ტროიკის სფიჩები დადეს, იმათ აღარაფერი ეშველებათ.

ამიტომ არ უნდა დაისვა თავზე არავინ, არ უნდა გახდე ვინმეს ქვეშევრდომი, ყოველთვის უნდა შეინარჩუნო ღირსება და თავმოყვარეობა.

ცუდი კაცია ივანიშვილი, ბოროტი და დაუნდობელი”

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....