საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მას პარლამენტარი უდგებიან თავდებად.
როგორც ცნობილი გახდა, მელიას 27 ოპოზიციური პარტიის დეპუტატი უდგება თავდებად.
ამასთან, გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.
მელიას მანდატის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა. ბიძინა გეგიძემ კი რეგისტრაცია არ გაიარა.

