ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო

პარლამენტმა ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებას კახაძის უფლებამოსილების ცნობის თობაზე 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც კახაძემ გაიმარჯვა, შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა და დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კახაძეს არჩევა მიულოცა და პარლამენტში წარმატებული საქმიანობა უსურვა

იტვირთბა....