მთავარი ციტატა

“ამით პოლიტიკური კარიერის აწყობას არ ვაპირებ“ – რომან კაკუალია ნიკა მელიას საკითხზე

„ასეთი სახის ქმედებებს სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. უმრავლესობას ამაში მეც ვეთანხმები, საპირისპირო პოზიცია რა უნდა იყოს, მერე რა მოხდა? არგუმენტების განხილვაში მთავარი სიტყვაა – დასაბუთებული არგუმენტი. ვინ როგორ გაიგებს დასაბუთებულობას?! როგორც ერთ დეპუტატს, უფლება მაქვს, ჩემებურად გადავწყვიტო, დასაბუთებული არის თუ არა. ამ შემთხვევაში უმრავლესობის გადაწყვეტილებას კი არ ვეწინააღმდეგები პროცესების შეფასებაზე, არ მომეწონა პარლამენტარისთვის გადაწყვეტილების მიღების ისეთი პროცედურა, რომელიც დასაბუთებულობის უფრო მაღალ სტანდარტს უნდა უნდა შეიცავდეს. უფლება მაქვს, ასეთი პოზიცია მქონდეს. თუ ეს ვინმესთვის პრობლემაა, პრობლემას არ შევუქმნი. მოვლენებს წინ რატომ გავუსწრო? – ეს არ გამიკეთებია არავითარი დემარშისთვის, ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური კარიერის აწყობას არ ვაპირებ“.

რომან კაკულია, ​პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე

რომან კაკულიამ აღნიშული განცხადება, ნიკა მელიას საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას გააკეთა. რომან კაკულიამ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.

იტვირთბა....