ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდუბის რაიონში ხუთი ახალი სავარჯიშო სივრცე ეწყობა – თბილისის მერია

დიდუბის რაიონში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სავარჯიშო სივრცეების მოწყობა ხუთ მისამართზე სრულდება.

სამუშაოების ფარგლებში, სტანისლავსკის ქუჩის N5-ში, აკაკი წერეთლის გამზირის N97-ში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, ასევე დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-13 და მე-4 კვარტლის პირველ ა კორპუსებთან, კაუჩუკის რბილი იატაკი დაიგება და სავარჯიშო სივრცე საჩრდილობლით გადაიხურება.

მიმდინარე წელს, დიდუბესა და დიღმის მასივში 25 ფიტნეს ზონა მოეწყო. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 446 635 ლარი გამოიყო.

სამუშაოები შპს „გეო-გრინმა“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით განახორციელა.

 

იტვირთბა....