გუშინ ამ პარლამენტში მოხდა უაღრესად მძიმე პრეცედენტი, როდესაც მოქმედ პოლიტიკოსსა და პარლამენტის წევრს აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ბრალი დასდეს. – ამის შესახებ ევროპული საქართველოს დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
“”გუშინ ამ პარლამენტში მოხდა უაღრესად მძიმე პრეცედენტი, როდესაც მოქმედ პოლიტიკოსსა და პარლამენტის წევრს აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ბრალი დასდეს.ჩვენ პროკურატურისგან ვერანაირი დასაბუთება ვერ მოვისმინეთ. დღეს ვრცელდება ჩვენებები, რომელთა საფუძველზეც პროკურატურამ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა და ეს არის სამარცხვინო, 1937 წლის დონის ჩვენებები, ეს არის იმ დონი ჩვენებები, რომლის საფუძველზეც ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში შემოწმება შევიდა. აშეტი ჩვენების საფუძველზე დაუჭირა უმრავლესობამ მხარი პროკურატურის მოთხოვნას და ამით სრულად იღებს პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ნუ ეცდებიან ამის შემსუბუქებას და გადატანას, თითქოს რაღაც სხვა მოხდა,”- ამბობს ბაქრაძე.
დავით ბაქრაძის თქმით, ერთია არ მოგწონდეს ნიკა მელიას საქციელი და მეორე მას უსამართლოს დასდო ბრალი.
“შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს მელიას საქციელი. ერთია, როცა არ მოგწონს და მეორე, როცა ადამიანს ბრალს დებ. გუშინ ამ პარლამენტში მელიას სრულიად დაუსაბუთებლად დასდეს ბრალი და იმ დანაშაულზე, რაზეც ათასობით ადამიანი გახარიას გადადგომასა და მთავრობის დასჯად ითხოვს, გუშინ დაისაჯა მელია. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის სამართალი და ნუ ეცდებიან აქედან თავის დაღწევას. ეს მორალური ტვირთი და შავი ლაქა არის მთლიანად იმ ადამიანებზე, ვინც გუშინ ხმა მისცა მელიას დაჭერას,”- თქვა დავით ბაქრაძემ.