ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

პირველი ჩარტერული რეისით ტალინიდან ბათუმს 180 ტურისტი ეწვია

ტალინიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი განხორციელდა. ბათუმს ესტონეთიდან 180 ტურისტი ეწვია. რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ტალინიდან კვირაში ერთხელ შესრულდება. ინფორმაციას “tv 25” ავრცელებს.

„ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება. შესაბამისად, მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ხუთი თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს“,- აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ფოტო: “tv25”

იტვირთბა....