პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა მარცხენა თვალი წითელი ნაჭრებით აიხვიეს. აქციაზე საქართველოს ჰიმნიც შესრულდა.
პერფორმანსის მეორე ნაწილი 10-დან 1-მდე უკან დათვლა იყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა თავისუფლების ნიშნად წითელი ნაჭრები მაღლა ააგდეს. ამის შემდეგ ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა.
“მსოფლიო არ დაივიწყებს, თუ როგორ კრეატიულად ვებრძვით ამ დამპლებს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა,გიგა მაქარაშვილმა.