“მინდა გამოვხატო ჩემი ღია მხარდაჭერა ამ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც დგანან ღიად, ამაყად და ჭკვიანურად, შეუპოვრად იქცევიან ამ აქციაზე, თანაც ევროპული კურსით. ამით საბოლოოდ უარი ეთქვა იქ დაბრუნებას, იმ წარსულში, რისი სიმბოლოცაა გავრილოვი, მართლმადიდებელი კომუნისტი, ეს ხომ თავისთავად სიმბოლოა რეტროგრადული დემაგოგობის”
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი
“ტვ პირველის” ეთერი