პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, დეპუტატი მირიან წიკლაურიც ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო ნიკა მელიას ამბის კენჭისყრის პროცედურაში, თუმცა „ტექნიკური ხარვეზის გამო ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა“. მირიან წიკლაურმა უმრავლესობა მიმდინარე წელს დატოვა.
წიკლაურის გარდა, მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცა სამმა დეპუტატმა, სამივემ „ქართული ოცნებიდან“: ბექა ოდიშარიამ, მარიამ ჯაშმა (რომელი საერთოდ არ დარეგისტრირებულა) და რომან კაკულიამ. ბექა ოდიშარიამაც განაცხადა, რომ მანაც მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა „ტექნიკური ხარვეზის გამო ეს არ აისახა კენჭისყრის შედეგში“.
საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე, 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ.