“მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ისეთ მწვავე ვითარებაში, როგორიც იყო 20 ივნისის საღამოს, მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც აქციის სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის!
ეს იქნება მნიშვნელოვანი შექმნილი პოლიტიკური ვითრების განმუხტვისა და შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რასაც, არსებული საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!”
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.