aviabiletebi
ახალი ამბები

აქციის დროს დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა – თბილისის საქალაქო სასამართლო

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით,  პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

“2019 წლის 25  ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის  პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის  21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა – პატიმრობის ვადა  51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე,  51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....