“რა თქმა უნდა, ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმე და ჩვენ გვიყურებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენ ძალიან ღირსეულად უნდა გავუძღვეთ პროცესს. ერთი საკითხი არის, რომ თუ არის დანაშაულის ნიშნები, სახელმწიფომ ამას ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს, მეორე მხრივ მნიშვნელოვანი არის ეს პროცესი წარიმართოს ადამიანის უფლებების სრული დაცვით და ჩვენი გუნდი უნდა იყოს გარანტი და იქნება კიდეც, რომ ამ პროცესში, არ ვიცი მე ეს როგორ დასრულდება, მაგრამ ამ პროცესში სრულად იყოს დაცული მათ შორის ჩვენი ოპონენტების უფლებები, ის უფლებები, რომლებიც ბატონ ნიკა მელიას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მიცემული. მე მესმის თქვენი გუნდის მხრიდან, რომ ეს წარმოუდგენელია თქვენთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტის კუთხით კი არა, საერთოდ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ გაქვთ თქვენ, მაგრამ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით”.
სოფო კილაძე, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ენმ-ის წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.