მთავარი ციტატა

“მთელი ისტერიკა საზოგადოებაში მოხდა მაშინ, როცა კობახიძე არ იმყოფებოდა საქართველოში” – ღარიბაშვილი

“მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უპასუხისმგებლო ოპოზიციონერ ლიდერებს, ნაცმოძრაობის წევრებს, რომლებმაც ეს პროვოკაციები დაგეგმეს, გავრილოვის ვიზიტი და მთლიანად ეს დახვედრა იყო შეცდომა, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ამას მყისიერად, სწრაფად ვუპასუხეთ, 7 საათამდე ყველაფერი გავანეიტრალეთ, გავრილოვი წავიდა და კომფერენციაც შეწყდა”

შეგახენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.  ის ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.  გავრილოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....