რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც მეექვსე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოშიმშილე ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა.
აქციის ორგანიზატორები ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ელოდებიან.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.