aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწის გასხვისების შეზღუდვის კანონი მესამე მოსმენით მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტმა საქართველოში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შეზღუდვაზე კანონი მესამე მოსმენით მიიღო. ეს კანონი გარკვეული გამონაკლისებით პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე ამოქმედდება, სრულად ძალაში კი 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა.

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეიძლება ეკუთვნოდეს:

საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში;
საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში;
საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, რომლის 50 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქის საკუთრებაშია;
უცხოელის საკუთრებაში, თუ მან ეს მიწა მემკვიდრეობით მიიღო;
უცხოელების საკუთრებაში არსებული კომპანიის საკუთრებაში, საინვესტიციო გეგმის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით;
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტიტუტზე.

მიწის გაყიდვის ვალდებულება

უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის ვალდებულება არ წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ ქონება ნაყიდია კანონის ამოქმედებამდე;
უცხოელის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ, რომელიც ვერ შეასრულებს საინვესტიციო ვალდებულებას, გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ წელში უნდა გაასხვისოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი;
გაუსხვისებლად დატოვების შემთხვევაში ქონება სახელმწიფოს საკუთრება ხდება.

მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება

დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პირობით უზრუნველყოფის მიზნით უცხეოლზე, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ კომპანიაზე, ან იმ კომპანიაზე გადასვლა, რომლის 50 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქეს არ ეკუთვნის.

იტვირთბა....