ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბრალის წარდგენის შემდეგ ნიკა მელიას პირველი კომენტარი

ბრალის წარდგენის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია “კურიერთან” საუბარში პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაჭერა.

“ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ. უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული,”, – აცხადებს მელია.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.

იტვირთბა....