ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა დოლიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, იხელთოს დრო და გააძლიეროს ე.წ. კლანის ინტერესები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესების ფონზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, იხელთოს დრო და გააძლიეროს ე.წ. კლანის ინტერესები, სანამ ამის საშუალება იქნება.

მისივე თქმით, ვიწრო საკადრო გადაწყვეტილებები კლანის ძალაუფლების დამკვიდრებისთვის ხორციელდება, სანამ საზოგადოება და ხალხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მოიცლის.

„ჩვენ შეხება გვაქვს იუსტიციის საბჭოს ისეთ შემადგენლობასთან, რომელმაც, როდესაც მთელი საქართველოს თვალები მიპრყობილი იყო საქართველოს პარლამენტს, სადაც ხორციელდებოდა მცოცავი ოკუპაცია, მომენტი იხელთა და შეავიწროვა კონკურსანტთა რაოდენობა, ანუ კონკურსის სერიოზული ეტაპი ჩაატარა. იუსტიციის საბჭოს ეს შემადგენლობა, დღესაც ცდილობს, იხელთოს ყველა სიტუაცია, როდესაც მთელი საქართველო სხვა პროცესებით არის დაკავებული და განათავსოს საკუთარი საცეცები სადაც და როდემდეც საშუალება ექნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ

დღევანდელ სხდომაზე კი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კვირის განმავლობაში გამოცხადდეს კონკურსი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანსიაზე. ამ დროის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნულ პოზიციაზე საბჭოში განაცხადი შეიტანონ.

იტვირთბა....