aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დიდი მადლობა ამ დროის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი სამსახურისთვის – ჩუგოშვილი კობახიძეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ ინფორმაციის გაზიარება, ეს ეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის გადადგომის საკითხს. წარმოდგენილია ბატონი ირაკლი კობახიძის წერილი, პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 21 ივნისიდან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მე ვალდებული ვარ, ეს ვაცნობო სხდომას და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის ამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი სამსახურისთვის”, — თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა.

“ქართულ ოცნებაში” გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.

იტვირთბა....