მთავარი სამართალი

გახარიამ იმ ღამეს ბევრი ახალგაზრდა სისხლისღვრას გადაარჩინა, ვცახცახებდი – ყაველაშვილი

“გიორგი გახარიამ იმ ღამეს სისხლისღვრას გადაარჩინა ბევრი ახალგაზრდა. აქ უბედურება დატრიალდებოდა. პოლიციამ იმ დღეს ჩვენი საზოგადოება გადაარჩინა სისხლისღვრას, მერწმუნეთ, რომ აქ მოხდებოდა საშინელება, სისხლისღვრა მოხდებოდა, ვცახცახებდი. გადავრჩით სისხლისღვრას. შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ის მობრძანდება პარლამენტში, დეტალურად მოჰყვება, თუ როგორ და რანაირად განვითარდა. პირად საუბრებში, სერგი კაპანაძე, არ ვიცი, კიდევ ვინ არიან, ჩვენ ადამიანებს ვაჩერებდითო, რომ ვეუბნები, რომ პასუხისმგებელი იყავი ამ შევარდნაზე? რატომ არ ემიჯნები იმ ძალადობრივ ძალად, რომელმაც განაცხადა, ნიკა მელიას ხელის მოქნევით, განაცხადა, რომ ახლა შევდივართ პარლამენტში, აქ მომღიმარი სახეებით, სამადაშვილი, ბოკუჩავა, გოცირიძე ელოდებოდნენ თავისი აქტივით, რომ სცენარი იყო, რომ ისინი უნდა შემოვარდნილიყვნენ, როგორც 2003 წელს, დაემხოთ, აქ პარლამენტში, გამოეცხადებინათ, რომ დამხობილია ხელისუფლება, ეს იყო სცენარი”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციის დაშლაზე საუბრობს;

იტვირთბა....