მთავარი ციტატა

ადამიანების თვალების გარეშე დატოვებაზე პასუხისმგებელია მინისტრი – კახიძე

 გამოიყენეს დიდი ცხოველების გასაჩერებლად განკუთვნილი პლასმასის ტყვიები, რითაც ახალგაზრდები დაასახიჩრეს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს. ყველამ ვიცით, პოლიცია როგორ ნადირობდა, ადამიანებს რა ტყვიებს ესროდნენ.

ვინც ბრძანება გასცა თავში სროლაზე, ტყვიების სროლაზე, უმკაცრესად დაისჯება. ვინც დაკავებულია, რომ გიორგი გახარიას სამარცხვინოდ გადაეფარონ, პასუხს აგებენ. საკუთარ თავზე აიღეს, ნაცვლად იმისა, რომ ამას გამიჯვნოდნენ. გადადგეს ეს პირი, მისი პასუხისმგებლობაა, რომ ახალგაზრდები დასახიჩრებული არიან. საუბარი, რომ ვიღაც პარლამენტში იჭრებოდა თუ არა, მეასეხარისხოვანია, ნადირობა და ადამიანების თვალების გარეშე დატოვებაზე პასუხისმგებელია მინისტრი. ცოტა ადეკვატურები გახდნენ, მიწაზე დაეშვან, თვალებში ჩახედონ რეალობას, ცალ თვალში მაინც

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია, რის შედეგადაც, პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დაშავდა

იტვირთბა....