მთავარი სოციალური ქსელი

მოკლედ, ქვეყანა გავყიდე! დამსაჯეთ, თუ შეგრჩათ იუმორი! – სტურუა

“გამოგიტყდებით, აგენტი ვარ, რუსეთის აგენტი, პუტინის ჯაშუში!
ძვირად მივყიდე ჩვენ მტრებს უამრავი ქართული საიდუმლო, როგორიც არის:

1.პიესების არჩევა;

2.პიესის ჩანაფიქრის მოფიქრება;

3.მხატვართან და კომპოზიტორთან მუშაობა!;
რაშიც ორი ორდენი და 1 000000 რუბლი გადმომცეს
მერე ფეხსაცმელში დამალული შემდეგი ინფორმაცია გავაპარე ჩვენ მესაზღვრეებს და მებაჟეებს:

4.როლების განაწილების საიდუმლო;

5.მსახიობებთან მუშაობა: სახეების შექმნა, გმირების ფსიქოლოგიის ახსნა

6.რეპეტიციებზე მსახიობების ჭირვეულობის ატანა
პუტინი აღბრთოვანდა და გასამრჯელოც მკვეთრად მომიმატა და:” მერე,მერეო?”
ვასწავლე;

7. გავანდე სპექტაკლის ქართული განათების სისტემა;

8.რეკლამის შექმნა
ძალიან მოეწონა ვოვას
მერე;

9. უვიცი კრიტიკოსების აბდა-უბდის გაძლება
და რაც მთავარია:

10. დაუკავებელი მსახიობების აღელვებული და ნერვებმოსაშლელი ქალწულური გულწრფელი თეორია რეჟისორის უსუსურობაზე!
მოკლედ, ქვეყანა გავყიდე!
დამსაჯეთ, თუ შეგრჩათ იუმორი!;

P.S. დანარჩენი საიდუმლო, ალბათ ვინც იცის იმას მოჰკითხეთ – მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტის წევრებს, ვინც არ აირჩიეს, იმათაც, და…
თავისუფლად
მოსეირნე ტურისტებში მიმალულ აგენტებს!”

რეჟისორი რობერტ სტურუა; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....