“რაც ხდებოდა 20 ივნისს, იმას არანაირი მორალური სტანდარტი არ აქვს. ჩვენ ომი გამოვუცხადეთ საკუთარ ხალხს. მეტიც, არც გამოვუცხადეთ, გამოცხადების გარეშე დაიწყო ეს ყველაფერი. 15 წუთით ადრე პრემიერი პირდაბოდა ყველას, რომ ეს ქართული ოცნების სტანდარტი არაა და სისხლი არ დაიღვრება და რეზინის ტყვიები არ იქნება. 15 წუთის მერე საკუთარ ხალხზე დაიწყო, ნაციონალების ფაქტორით ამ ყველაფრის გადაფარვა ამორალურია. სადაც არის გახარია, იყო სამეგრელოში და იმ საარჩევნო კამპანიას ჩემი მეგობრის დედა შეეწირა. მე მიმაჩნია, რომ გახარია უნდა გადადგეს”
პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას;