ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

პეტრო პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, უკრაინელ ხალხს მოუწოდებს, რომ საქართველოში დაისვენონ. სპეციალურ ვიდეომიმართვას პოლიტიკოსი ფეისბუქზე აქვეყნებს. გარდა ამისა პოროშენკო ქართულად წერს: “უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს”.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ იმპერიალიზმსა და ებრძვის კორუფციას.

“ჩვენ, უკრაინელებმა ჩვენი ქართველი ძმები გაჭირვებაში არ უნდა მივატოვოთ. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებთ უკრაინელებს, რომ უკრაინაში დაისვენონ, მაგრამ ვინც აპირებს საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში წასვლას, ვურჩევ საქართველოზე ორიენტირდეს. მივმართავ უკრაინის ხელისუფლებასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა ამ პერიოდში უკრაინა-საქართველო-უკრაინის რეისებისთვის საჰაერო ნავიგაციისა და აეროპორტის შესაკრებელზე ფასდაკლება დააწესოთ. ავიაკომპანიებს ბილეთებზე ფასის დაკლება შეეძლებათ”.

გარდა ამისა, პოროშენკო ამბობს, რომ საქართველომ თავის დროზე კიევის დასახელებაში ერთი ასო შეცვალა. ის მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ საქართველოს დასახელება უკრაინულად Грузії-ს ნაცვლად Сакартвело გახდეს.

იტვირთბა....