ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

უკრაინელმა მინისტრმა საქართველოს მხარდამჭერი პოსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ულიანა სუპრუნმა, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მხარდამჭერი პოსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.

“რუსეთი – ოკუპანტი” და “პუტინი – ხ*უილო” — ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება. ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ, როგორ სკანდირებენ ამას საქართველოში. იქ, სადაც ათობით ათასი მოქალაქე იცავს თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდულ ომისაგან” – წერს ულიანა სუპრუნი

https://twitter.com/usuprun/status/1143165521518563330/photo/1

 

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი უკვე მე-5 დღეა აქციას მართავს. მათი 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან დღეს მხოლოდ ერთის – 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა – საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც “გავრილოვის ღამეს” დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

იტვირთბა....