როდესაც საუბარია იმაზე, რომ გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დავიწყოთ თავიდან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტში დაშვებულ ძალიან მძიმე შეცდომაზე, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება აქციას, აქ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ოპოზიციონერებმა, ვინც მოუწოდებდნენ. მეორე რიგში, სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და გასცდა ბრძანებას, გასცდა კანონს და თავის დებულებას, მაგრამ აქ საუბარი არ შეიძლება იყოს მინისტრზე, რომელიც მოქმედებდა ადეკვატურად, გასცემდა ადეკვატურ ბრძანებებს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მინისტრი გახარია ვინმეს სხეულის დაზიანების ბრძანებას გასცემდა იმ დღეს? თუ როგორ წარმოგიდგენიათ, რეალურად
ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე 20-21 ივნისის აქციის დარბევაზე.