aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი – ივანიშვილს ეტყობა ცალ ყურში ესმის, მეორე მოთხოვნაცაა – გახარიას გადადგომა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეტყობა ივანიშვილს ცალ ყურში აღარ ესმის, რადგან რუსთაველზე შეკრებილი ხალხი ორ რამეს ითხოვს – პროპორციულ არჩევნებსა და გახარიას გადადგომას. – ეტყობა მარტო ერთ ყურში ესმის და მეორეში აღარ აქვს სმენა, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.

ელისაშვილის განცხადებით,  ნულოვანი ბარიერი ემსახურება იმას, რომ პარლამენტში აჯაფსანდალი შეიქმნას.

“რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ეს რა თქმა უნდა შედეგია ნულოვანი აბრიერით თუ მის გარეშე. ნულოვანი ბარიერი ემსახურება იმას, რომ პარლამენტში აჯაფსანდალი მოაწყოს და ყველა ერთპროცენტიანი პარტია შეიყვანოს პარლამენტში, მაგრამ ეს შედეგია და ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც რუსთაველლის გამზირზე დგას”, – აცხადებს ელისაშვილი.

იტვირთბა....