ახალი ამბები

„თბილსერვის ჯგუფმა“ სცენა პარლამენტთან დააბრუნა

„თბილსერვის ჯგუფმა“ აქციის ორგანიზატორების სცენა პარლამენტთან დააბრუნა.

რამდენიმე საათის წინ აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თბილისის მერიამ ღამე ტექნიკა და სცენა აიღო და მათი 19:00 საათამდე დაბრუნება მოითხოვეს.

საპასუხოდ “თბილსერვის ჯგუფის” განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, მათი მიზანი აქციისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, ტერიტორიის დასუფთავებას ისახავდა მიზნად.

იტვირთბა....