როგორც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი ნონიაშვილი, საკუთარ Facebook გვერდზე წერს, მერიამ პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენა და აპარატურა აიღო.
“თბილისის მერიამ პროფილი შეიცვალა და ქურდობა დაიწყო. ღამე აიღეს აპარატურა და სცენა, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ახლა გვეუბნებიან დავასაწყობეთ სადღაც და მოდით და წაიღეთო. Kakha Kaladze კახა კალაძე კეთილი ინებე და დააბრუნე ყველაფერი უკან! სახე სულ დაკარგეთ და ჯიბგირებს დაემსგავსეთ.
დღეს 7 საათზე პარლამენტთან!” – წერს ნონიაშვილი.
შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე გახსნა, რასაც პარლამენტთან საპროტესტო აქციები მოჰყვა.