ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩვენი მოთხოვნაა, 19:00 საათამდე დაბრუნდეს სცენა და ჯებირები – თამაზ ახობაძე

ჩვენი მოთხოვნაა, 19:00 საათამდე დაბრუნდეს სცენა და ჯებირები, – ამის შესახებ პარლამენტთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ ახობაძემ განაცხადა.

„მივმართავ თბილისის მერს – მან ერთხელ უკვე შეირცხვინა თავი, როცა გვითხრა, ერთი დღის წინ მომხდარი მოვლენა რომ გაგვეპროტესტებინა, ამისთვის ხუთი დღით ადრე უნდა გვეთხოვა უფლება. ახლა კი მოიპარეს ჯებირები და სცენა. დღეს, 19:00 საათზე არის დაანონსებული აქცია. მის შესახებ ყველამ იცის.

ჩვენი მოთხოვნაა, დაბრუნდეს 19:00 საათამდე ყველაფერი. ვერ მოხდება ამის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის გადაბრალება. ასეთი რაღაცები დაბალი რანგის საჯარო მოხელეების მიერ არ კეთდება, ეს არის დავალება“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

შეგხსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თბილისის მერიამ ღამე ტექნიკა და სცენა მოიპარა.

ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიამ, პარლამენტის წინ არსებული ტექნიკისა და სცენის წაღების შესახებ “თბილსერვის ჯგუფის” განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, მიზანი აქციისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება.

იტვირთბა....