ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება იყო – მერია აქციიდან კონსტრუქციების წაღებაზე

ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიამ, პარლამენტის წინ არსებული ტექნიკისა და სცენის წაღების შესახებ “თბილსერვის ჯგუფის” განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, მიზანი აქციისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება.

„ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას, აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ. „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს გეგმიურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული  კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე.

გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება.

რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, ის უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე“, – წერია განცხადებაში.

რამდენიმე საათის წინ აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თბილისის მერიამ ღამე ტექნიკა და სცენა მოიპარა.

იტვირთბა....