მოვუწოდებ უკრაინელებს, რომ დაისვენონ საქართველოში, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის Facebook გვერდზე
„მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ შეაყვარა რუსის ჩექმა ქართველებს, პუტინმა გამოუცხადა ემბარგო ქართველებს. მე დავიწყე უკრაინაში კამპანია – უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში. ვიწყებ შეხვედრებს უკრაინელი ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან, ყველა ჩემს მრავალრიცხოვან სატელევიზიო გამოსვლებში მოვუწოდებ უკრაინელებს დაისვენონ საქართველოში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა საქართველოს მიმართულებით, ეკრძალებათ.
ამასთან, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია არ დაგეგმონ ტურები საქართველოში.
პუტინის განკარგულებით შესაბამის უწყებებს დაევალათ, დროებით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებს უკან დაბრუნებაში დაეხმარონ.