“პარლამენტის წინ აქციაზე თავმოყრილ ახალგაზრდობას მივმართავ!
რადგან არ გინდათ პოლიტიკოსები აქციაზე და რადგან მოდერატორები და გამომსვლელები დაჟინებით აცხადებენ, რომ არცერთი პარტიის მხარდამჭერები არ არიან და არ უნდათ რომ აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკოსები ეს უნდა ეხებოდეს ყველა მოქმედ პოლიტიკოსს და მათ ჩამნაცვლებელსაც!!! ყველას!!!!
დღევანდელი აქციის დასასრულს ყველა ნაცნობი სახე- ნაცაქტივისტი იქ იდგა და აქციას მოდერაციას ძირითადად ნაცების კლოუნი უძღვებოდა და სამადაშვილმა სალომემაც კი როგორღაც მაინც მოახერხა მიკროფონის ხელში ჩაგდება. მგონი არც გაჭირვებია.
გუშინ და დღესაც აქციაზე იდგა სრულიად აპოლიტიკური, წესიერი და ალალი ახალგაზრდების დიდი ნაწილიც, მაგრამ თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დღევანდელ აქციას შეფარვით მაინც ნაცები დირიჟორობდნენ. მგონი ბევრი დამეთანხმებით.
მე არ მოგიწოდებთ აქციის შეწყვეტისკენ. პირიქით, თქვენი სამივე მოთხოვნა სამართლიანია და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას.
ერთადერთი სათხოვარი მაქვს, რომ დაიცვათ გაცხადებული პირობა და პოლიტიკოსები არ მიუშვათ ტრიბუნასთან და არ დაუშვათ აქციაზე ფარული ზეგავლენა მათი მხრიდან.
მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტით იქნება მიღწეული შედეგი.
“ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით თქვენი ჭირიმე” !!!”
პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია, სადაც ორი მოთხოვნაა გაჟღერებული – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები პროპორციული სისტემით.
აქციის მონაწილეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არ სურთ აქციაზე სიტყვით პოლიტიკოსები გამოვიდნენ.