ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა ჩემი ხმა შევუერთო სამართლიან პროტესტს, იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო”

საქართველოს დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი ეხმაურება:

“ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას – ასე გამოეხმაურა რეპერი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

“მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული.
მუდამ თქვენი ბერა” – წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსნებთ,  20ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება.” – აცახდებს ბერა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, 20 ივნისს აქციის დარბევის შემდეგ, რომელსაც ადამიანები ფიზიკურად დააზიანა და 300-ზე მეტი აქციის მონაწილის დაკავება მოჰყვა, დემონსტრაცია გრძელდება. აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ: 1. გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. 2. გათავისუფლდნენ აქციის დროს დაკავებულები. 3. მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება და არჩევნები მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით შეიცვალოს. მომიტინგები აცხადებენ, რომ მიტინგები გაგრძელდება მანამ, სანამ ეს 3 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

იტვირთბა....