ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა დოლიძე 20 ივნისს დაკავებულთა მხარდასაჭერად იურისტების ჯგუფს ქმნის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იურისტებს იწვევს სოლიდარობის ჯგუფში, რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულებს დაეხმარება. – ამის შესახებ ანა დოლიძემ ” ნეტგაზეთს” განუცხადა.

“ამ 305 დაკავებულიდან ზოგი დაპატიმრებულია, ზოგი გაშვებულია, ზოგის სხდომა გადადებულია. გვყავს 305 მებრძოლი, რომლებიც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანჭებში მოხვდნენ, მას შემდეგ რაც გახარიამ ისინი მოიშორა. რაც მე გუშინ ვიხილე საქალაქო სასამართლოში, ეს იყო თავიდან ბოლომდე საბჭოთა დროის, ბოლშევიკური სასამართლო პროცესები. მას შემდეგ, რაც იქ მივედი, საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ამის მერე მყისიერად შეიცვალა დამოკიდებულება. მაგალითად, 2 ძმა იყო დაჭერილი – დათო და ირაკლი ხვადაგიანები – ერთი და იგივე დროს. ირაკლი ჩატოვეს, დათო კი გამოუშვეს. რატომ? – იმიტომ, რომ ადვოკატთა მთელი კორპუსის მობილიზება მოხდო.  – აცხადებს ის.

როგორც დოლიძე აცხადებს, სოლიდარობის ჯგუფი უკვე კომპლექტდება, მისი წევრები დაკავებულთა პროცესებს დაესწრებიან, დააკვირდებიან და შესაბამის ცნობებს მიიტანენ საზოგადოებამდე.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

იტვირთბა....