ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ქართველმა არტისტმა Facebook-ზე ქართულად, ინგლისურად და იტალიურად დაწერა.

“წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა! დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!”,- წერს რაჭველიშვილი.

“ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, თქვენი ზაფხულის არდადაგები საქართველოში დაგეგმეთ, დაგვეხმარეთ და ჩვენ საუკეთესო მასპინძლები ვიქნებით, საქართველოს თქვენი თანადგომა სჭირდება” – ნათქვამია ინგლისურ ტექსტში.

იტვირთბა....