ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით მიდის – სალომე ზურაბიშვილი

პონტანური და მასობრივი პროტესტი საღამოს საათებში ადამიანების მცირე ჯგუფმა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. მათი მიზანი კი იყო დესტაბილიზაცია და პარლამენტის შენობის დაკავება – ამის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა, ” ბიბისის“ რადიოს ერთ-ერთ გადაცემაში ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით,  რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელლაც აქვს მკაფიო ევროატლანტიკური პერსპექტივა.

“რუსეთისთვის რეგიონში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საქართველოს სტაბილურობაა. საქართველოს სტაბილურობა კი შინაგან საქმეთა მინისტრთან არის დაკავშირებული, რომელიც საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა. ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც რეგიონში ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შორის ვითარება დაძაბულია. ხვალ სტამბოლში არჩევნები იმართება. საქართველო ევროპისკენ სტაბილურად მიიწევს. შემდეგ თვეში კი, ევროკავშირთან პარტნიორობის საკმაოდ მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება. სწორედ ასეთ პერიოდში არის ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობები. სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით მიდის და აქვს მკაფიო ევროატლანტიკური პერსპექტივა. სწორედ ამიტომ გასაკვირი არის არის, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის წოდების გამო, ბატონმა მედვედევმა გამაკრიტიკა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....