ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სპეცრაზმელს, რომელიც ჟინით ისროდა, მიპოვიან და მომიყვანენ – მეუფე იაკობი

საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ აპირებს პასუხი აგებინოს იმ სპეცრაზმელს, რომელიც აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა.

ამის შესახებ სასულიერო პირმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

“მე არავის გამოყვანა, “გაპრავება” არ მინდა. მაგრამ ერთ რამეს ვუყურებდი რა… ის ადამიანი უნდა გადმოგვცენ ქართველებს, რომელიც ზემოდან ჟინით ესროდა, დაფიქსირებულია ეს. თავისიანმაც აუკრა თუ გახსოვთ. არ შეიძლება სახელმწიფომ ის ადამიანი დაიცვას. მე როგორც ვიცი, ის ადამიანი იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროსაც ასევე სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, რაღაც ძალიან დიდი გადაცდომა მოუვიდა – არ ვიცი რა, მაგრამ შემიძლია გავიგო. და მერე ჩვენს პერიოდში, როდესაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მერე აღადგინეს და კი ვნახეთ, ისე ისროდა, თითქოს ირმებს ესროდა. მაგი არ უნდა შერჩეს არავის. ეს არ არის არც მინისტრის, არც ვიღაცის დანაშაული. ყველგან არიან მანიაკები საერთოდ. მე მაგას მანიაკად მოვიხსენიებ. მოვძებნი და ვნახავ მაგას და თავისას მიიღებს აუცილებლად. ვერ უშველის ის, რომ რაღაც სტრუქტურაში არის გაწევრიანებული, მაგის პირობას ვაძლევ ყველას”, – თქვა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტის კითხვას, თავად აპირებს თუ არა, სპეცრაზმელის პოვნას, მეუფემ უპასუხა, რომ “მე კი არ ვაპირებ, მიპოვიან და მომიყვანენ.”

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/339622556707107/

იტვირთბა....