aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“მოუწევთ რუს ტურისტებს ავტობუსებით სიარული” – აქციის წევრები პუტინს პასუხობენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვლადიმერ პუტინს ვაწუხებთ ხალხო, ტყუილად არ ვდგავართ აქ,- ასე გამოეხმაურნენ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განკარგულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან იკრძალება.

“ვაწუხებთ მეგობრებო, ტყუილად არ ვდგავართ აქ. მოუწევთ რუს ტურისტებს ავტობუსებით სიარული. ვერავითარი პუტინი ჩვენ უკან ვერ დაგვახევინებს”, – განაცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა. აღნიშნულ განცხადებას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, ავიაგადაზიდვების აკრძალვასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ პუტინის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. ასევე, ბრძანების თანახმად, ტუროპერატორებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოსთან დაკავშირებით ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან

იტვირთბა....