საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გუშინ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ინსტაგრამზე გამოეხმაურა.
“განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო და ვინც რაიმე სახის დაზიანება მიიღო, მინდა, ყველას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.
#რუსეთიოკუპანტია – მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული.” – წერს კაშია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში მისვლას და სიტყვით გამოსვლა აპროტესტებდნენ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია.