ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქციის მონაწილეთა ნაწილი გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა. აქციის მონაწილეები მისი გამოსვლის პარალელურად აღნიშნავდნენ, რომ შეკრება არა პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის მოხდა.

აღნიშნული რეპლიკების მოსმენის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ იკითხა “რა უნდათ?”. გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლა, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც მან გამოსვლის ადგილი დატოვა.

აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
წყარო – ინტერპრესნიუსი

იტვირთბა....