რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს. „თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რეკომენდაციას ვაძლევთ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან გეგმავენ ამ ქვეყნის მონახულებას, გამოიჩინონ ყურადღება და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.