რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი საქართველოში გუშინ მომხდარ მოვლენებს რუსოფობიურ პროვოკაციას უწოდებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
პესკოვის თქმით, ეს იყო აგრესია რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც ოფიციალურ მოსკოვს აღაშფოთებს.
პუტინის პრესმდივნის შეფასებით, საქართველოში ვერ შეძლეს რუსეთის მოქალაქეების პირადი უსაფრთხოების დაცვა.
შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე გახსნა. მომხდარი ოპოზიციამ პარლამენტში გააპროტესტა, კრიტიკული შეფასებები გააკეთეს უმრავლესობის წევრებმაც.
შემდგომში პარლამენტთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის”წევრმა, ნიკა მელიამ მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა.
აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. შსს-ს ცნობით, დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.
აღნიშნული მოვლენების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ირაკლი კობახიძემ, დეპუტატის მანდატი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმაც.