„ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის თალაკვაძესა და კობახიძეს შორის. ისინი ნამდვილად არცერთი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, ისინი ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის ნებას, როგორი უკანონოც არ უნდა იყოს და ჩვენ ვნახეთ გუშინდელ ღამეს. გუშინ უნდა დამდგარიყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კობახიძის, დღეს ეს დაგვიანებული და არაადეკვატურია. გუშინდელ გავრილოვის ღამის შემდეგ შს მინისტრი, ბატონი გახარია ვერ დარჩება თავის თანამდებობაზე და შემდგომი მოთხოვნა პროპორციული არჩევნებია“
ირმა ნადირაშვილი – “ევროპული საქართველო”
შეგახსნებთ, გუშინ, 20ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.
აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.
ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება.