ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პლასტიკური ქირურგი მზადაა, გუშინ დაშავებულ მოქალაქეებს უსასყიდლოდ უმკურნალოს

პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე სულამანიძე მზადაა, გუშინდელი აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებს, რომლებსაც პლასტიკური ქირურგის დახმარება ესაჭიროებათ, დახმარება უსასყიდულოდ აღმოუჩინოს.

გუშინდელი აქციის შემდეგ თუ ვინმეს სჭირდება ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროულად დადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის, მიიღოს ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, რიგის გარეშე და უსასყიდლოდ!“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

იტვირთბა....