რუსთავი 2 – ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ჩანს თუ როგორ უმიზნებს სპეცრაზმელი ლულას ჟურნალისტს. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ გვერდით მდგარი მეორე სპეცრაზმელი უკმაყოფილოა, ხელსკრავს ლულას და საბოლოოდ გასროლა ჰაერში ხდება.
“მეტრონომი” იმედს იტოვებს, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან აღნიშნული ფაქტით და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ შემთხვევის წინააღმდეგ, რომელიც, აშკარად, ჟურნალისტზე მუქარის ნიშნებს შეიცავს, მით უმეტეს, რომ მედიაში უკვე გავრცელდა შესაძლო ეჭვმიტანილის ვინაობა. (იხ. ფოტო ქვევით)
შეგახსენენბთ, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
პოლიტიკური ოპოზიცია აქციის გაგრძელებას აანონსებს. როგორც ირკვევა, დღეს საღამოს 19 საათზე პარლამენტის წინ მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება.